Posts

ვეფხისტხაოსანი

Image
  ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი ამბავია მოთხრობილი,  არაბეთისა  და  ინდოეთისა . ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია.  პოემის  ძირითადი სიუჟეტური ამბავი გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია, მაგალითად, ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირედ დასრულებული, სიუჟეტური ამბებია [10] . გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა [11] . რუსთაველი  ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას [12] . აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამახასიათებელია თავისი მოსაზრების დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმო...

ვეფხვისტყაოსანი

Image
  ვეფხისტყაოსანი   —   XII საუკუნის   ქართველი პოეტის,   შოთა რუსთაველის   ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი   პოემა . შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია   შაირის   სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით. დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი,  XVI საუკუნით  თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი. დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად  1712 წელს   ვახტანგ VI -ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელ...