ვეფხისტხაოსანი

 

ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი ამბავია მოთხრობილი, არაბეთისა და ინდოეთისა. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია. პოემის ძირითადი სიუჟეტური ამბავი გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია, მაგალითად, ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირედ დასრულებული, სიუჟეტური ამბებია[10]. გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა[11].

რუსთაველი ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას[12]. აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამახასიათებელია თავისი მოსაზრების დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმობის მოყვანა[13][14]. სიუჟეტით ვეფხისტყაოსანი, მეცნიერების თქმით, დღემდე მიმზიდველი წასაკითხია. ვეფხისტყაოსნის ესპანურად მთარგმნელის, გუსტავო დე ლა ტორეს სიტყვით, რუსთაველის პოემის „კითხვა მომხიბლავია“[15]ქართველი რუსთველოლოგი ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტური ხლართები ვეფხისტყაოსანში იშვიათი ხელოვნებითაა შეკრული და გახსნილი, სიტუაციები თანდათანობით რთულდება და მძაფრდება, რაც ძაბავს მკითხველის ყურადღებას და აღძრავს ინტერესს[16].

პოემის ძირითადი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად მიჩნეული იყო სიყვარული. ეს მოსაზრება საკამათო გახადა ნიკოლოზ მარმა, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ მთავარი თემა პოემაში არის არა სიყვარული, არამედ ძმობა და მეგობრობა[17]ნიკო მარს დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის იდეაა მთავარი რუსთაველის პოემაში[18]ზურაბ ავალიშვილი თვლის, რომ სიყვარულსა და მეგობრობას შორის ვეფხისტყაოსანში არჩევანის გაკეთება რთულია და მათ თანაბარმნიშვნელოვან თემებად მიიჩნევს პოემაში[19]. აკადემიკოსი ვ. შიშმარიოვი მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსანი სიყვარულის პოემაა და ამაში დაეჭვება შეუძლებელია[20]ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე მორის ბაურას მოსაზრებითაც ვეფხისტყაოსანში უპირატესია სიყვარულის იდეა და არა მეგობრობისა[21]. ამავეს ამბობს ამერიკელი ქართველოლოგი ლუის სოლანოც[22]სიყვარული მიიჩნია ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად ქართველმა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემაც[23].

აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილის ყველა სტროფი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არ უნდა ეკუთვნოდეს შოთა რუსთაველს. არსებობს მოსაზრება, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსანში მოგვიანებითაა დამატებული; გარდა ამ თავისა, საეჭვოა ზოგიერთი ცალკეული სტროფის წარმომავლობაც[24] (უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია ავტორივეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).

Comments

Popular posts from this blog

ვეფხვისტყაოსანი